ნავსაწინააღმდეგო ზღუდის ფორსირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნავსაწინააღმდეგო ზღუდის ფორსირება''' - [[წყალქვეშა ნავი|წყალ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:09, 1 მაისი 2018 მდგომარეობით
ნავსაწინააღმდეგო ზღუდის ფორსირება - წყალქვეშა ნავის გარღვევა მოწინააღმდეგის სხვადასხვა ნავსაწინააღმდეგო ძალებისა და საშუალებების მოქმედების ზონაში, რომლებიც ნაღმსაწინააღმდეგო ზღუდეს ქმნიან. ეწყობა წყალქვეშა ნავების საბრძოლო დანიშნულების რაიონებში სვლისას ან ბაზირების პუნქტებში დაბრუნებისას, როდესაც არ არსებობს ნავსაწინააღმდეგო ზღუდის შემოვლის შესაძლებლობა. ნაღმსაწინააღმდეგო ზღუდის წარმატებულ ფორსირებას აღწევენ წყალქვეშა ნავების ფარული მოძრაობით, დარტყმების მიყენებით მოწინააღმდეგის ნავსაწინააღმდეგო ძალებსა და სტაციონარულ ჰიდროაკუსტიკურ საშუალებებზე, შენიღბვისა და დემონსტრაციული მოქმედებების მოწყობით.