წყალი ცილობისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წყალი ცილობისა''' - ანუ „შეცილების წყალი“. ეს წყალი გამოადინ...)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
იოსებ ახალშენოვი, ''ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი'' (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).  2004.
+
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).  2004.
  
[[კატეგორია:ბიბლია]]
+
[[კატეგორია:რელიგიური სასწაულები]]
[[კატეგორია:ძველი აღთქმა]]
+
[[კატეგორია:ღვთიური სასწაულები]]
+

12:26, 17 მაისი 2018-ის ვერსია

წყალი ცილობისა - ანუ „შეცილების წყალი“. ეს წყალი გამოადინა მოსემ ფარანის უდაბნოში კლდიდან კვერთხის დაკვრით. „წყალი ცილობისა“ კი იმიტომ უწოდა უფალმა, ვინაიდან მოსემ არ განუცხადა ებრაელ ერს, რომ ეს სასწაული აღასრულა ღვთის ძალით; პირიქით, გამოხატა აზრი, ვითომც საკუთარი ძალით აღასრულებდეს სასწაულებს, რის გამოც ებრაელებს აღეძრათ ეჭვი (რიცხვნი 20, 9-13).

ამავე წყალს პასექის საგალობელი უწოდებს „ნიშოვან ქმნილს“, ე.ი. „სასწაულით გამოყვანილს“; თანავე გვაუწყებს, რომ იგი არის ნიშანი მაცხოვრისაგან მონიჭებული უკვდავების წყაროსი, რომლითაც განცხოველდების დამაშვრალი სული კაცთა: „მოვედით და ვსვათ სასმელი ახალი; არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით“ (მესამე გალობა პასექის კანონისა).



წყარო

იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 2004.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები