ოპერატიული გამოყენება (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოპერატიული გამოყენება''' - [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებუ...) |
11:45, 21 მაისი 2018-ის ვერსია
ოპერატიული გამოყენება - შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის, ჯარების გვარეობების და სპეციალური ჯარების ნაწილების (ხომალდების), შენაერთების, გაერთიანებების ორგანიზაციული მოქმედების შერჩეული ვარიანტი ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე. აგრეთვე, სხვადასხვა სახეობის (ბუნებრივი, ეკონომიკური და სხვა) რესურსების გამოყენება ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, როგორც მშვიდობიანობის და/ან საფრთხის მოლოდინის პერიოდში, ისე ომის მიმდინარეობისას.
ჯარების (ძალების) ოპერატიული გამოყენების ფორმებს წარმოადგენს ოპერაცია, ბატალია, საბრძოლო მოქმედებები (მათ შორის საჰაერო თავდაცვის ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალების და სა- შუალებების სისტემატური საბრძოლო მოქმედებები), აგრეთვე დარტყმები და მანევრები.