არმიების ჯგუფის ოპერაცია
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''არმიების ჯგუფის ოპერაცია''' – საომარი მოქმედების თეატრში ნატოს ბლოკის სახმელეთო [[ჯარები|ჯარების]] ოპერატიულ-სტრატეგიული გამოყენების ძირითადი ფორმა. მიზნის, ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით ურთიერთდაკავშირებული და შეთანხმებული [[არმიების ჯგუფი|არმიების ჯგუფის]] ჯარების [[საბრძოლო მოქმედებები|საბრძოლო მოქმედებების]] ერთობლიობა. ხორციელდება ერთიანი ჩანაფიქრით და [[სარდალი|სარდლის]] ხელმძღვანელობით, ტაქტიკურ [[ავიაცია]]სთან ურთიერთმოქმედებით, | + | '''არმიების ჯგუფის [[ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)|ოპერაცია]]''' – [[საომარი მოქმედებების თეატრი|საომარი მოქმედების თეატრში]] ნატოს ბლოკის სახმელეთო [[ჯარები|ჯარების]] ოპერატიულ-სტრატეგიული გამოყენების ძირითადი ფორმა. მიზნის, ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით ურთიერთდაკავშირებული და შეთანხმებული [[არმიების ჯგუფი|არმიების ჯგუფის]] ჯარების [[საბრძოლო მოქმედებები|საბრძოლო მოქმედებების]] ერთობლიობა. ხორციელდება ერთიანი ჩანაფიქრით და [[სარდალი|სარდლის]] ხელმძღვანელობით, ტაქტიკურ [[ავიაცია]]სთან ურთიერთმოქმედებით, ხოლო ზღვისპირა მიმართულებაზე – აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალებთან ურთიერთქმედებით. |
− | ხოლო ზღვისპირა მიმართულებაზე – აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალებთან ურთიერთქმედებით. | + | |
პირველად ტერმინი „არმიების ჯგუფის ოპერაცია“ გაჩნდა [[პირველი მსოფლიო ომი|I მსოფლიო ომის]] დროს [[გერმანია|გერმანიის]] [[არმია]]ში. | პირველად ტერმინი „არმიების ჯგუფის ოპერაცია“ გაჩნდა [[პირველი მსოფლიო ომი|I მსოფლიო ომის]] დროს [[გერმანია|გერმანიის]] [[არმია]]ში. |
მიმდინარე ცვლილება 14:47, 21 მაისი 2018 მდგომარეობით
არმიების ჯგუფის ოპერაცია – საომარი მოქმედების თეატრში ნატოს ბლოკის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული გამოყენების ძირითადი ფორმა. მიზნის, ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით ურთიერთდაკავშირებული და შეთანხმებული არმიების ჯგუფის ჯარების საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა. ხორციელდება ერთიანი ჩანაფიქრით და სარდლის ხელმძღვანელობით, ტაქტიკურ ავიაციასთან ურთიერთმოქმედებით, ხოლო ზღვისპირა მიმართულებაზე – აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალებთან ურთიერთქმედებით.
პირველად ტერმინი „არმიების ჯგუფის ოპერაცია“ გაჩნდა I მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიაში.
ეს ოპერაციები შეიძლება იყოს შეტევითი და თავდაცვითი. არმიების ჯგუფის შეტევითი ოპერაციის მიზანს, როგორც წესი, წარმოადგენს ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების განადგურება და ოპერატიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონებისა და ზღუდეების ხელში ჩაგდება.
არმიების ჯგუფს (აშშ) შეუძლია აწარმოოს შეტევა (წვრთნების გამოცდილების მიხედვით) 250-400 კმ ზოლზე (აშშ კორპუსს – 50-90 კმ, დივიზიას – 20-30 კმ) 350-600 კმ სიღრმეზე. ოპერაციის ხანგრძლივობაა 9-იდან 15-მდე დღე. შეტევის საშუალო ტემპი – თავდაცვის გარღვევისას 10-15-იდან 20-25 კმ-მდე დღეში. შეტევის განვითარებისას – 40-45 კმ.
არმიების ჯგუფის თავდაცვითი ოპერაცია ეწყობა მოწინააღმდეგის შემომტევი დაჯგუფებების გასანადგურებლად, ოპერატიულ-სტრატეგიული თვალსაზრისით დიდმნიშვნელოვანი რაიონების შენარჩუნებისათვის შეტევაზე გადასასვლელად ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით. არმიების ჯგუფს (აშშ) შეუძლია, თავს იცავდეს 250-450 კმ სიგრძის (არმიის კორპუსს – 60-120, დივიზიას – 30-60 კმ) და 300 კმ-მდე სიღრმის ზოლში.