მანქანის გამავლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მანქანის გამავლობა''' – მანქანის მოძრაობის უნარი სხვადასხვ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:55, 21 მაისი 2018 მდგომარეობით

მანქანის გამავლობა – მანქანის მოძრაობის უნარი სხვადასხვა პირობებში დამხმარე საშუალებების გარეშე. ძვრადობის (დაძვრის) ერთ-ერთი მახასიათებელი.

მანქანის გამავლობა შეიძლება იყოს:

  • ჩვეულებრივი (ავტომობილები ბორბლების ფორმულით 4x2, ჩვეულებრივი საბურავებით და არაბლოკირებული დიფერენციალით),
  • გაძლიერებული (სამხედრო ავტომობილები ბორბლების ფორმულით 4x4, 6x4, 6x6, 8x8, ფართოპროფილიანი სალტეებით და რეგულირებული წნევის სალტეებით),
  • ნაწილობრივ ან სრულად ბლოკირებული (დიფერენციალებით) და მაღალი (მუხლუხიანი მანქანები და სრულამძრავიანი სამხედრო ავტომობილები უმდაბლესი წნევის სალტეებით და სხვა).

მანქანის გამავლობა ფასდება გრუნტზე კუთრი წნევით, გადასალახავი წინაღობების პარამეტრებით და სხვა.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები