პარტნიორობა მშვიდობისათვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პარტნიორობა მშვიდობისათვის''' – ნატოს დ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:46, 23 მაისი 2018 მდგომარეობით

პარტნიორობა მშვიდობისათვისნატოს და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი პროგრამა, რომელიც მიმართულია ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გამყარებისაკენ. შეიმუშავეს 1994 წელს აშშ-ის ინიციატივით. 1995 წელს საქართველო შეუერთდა ამ პროგრამას. იგი მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს გაამყაროს ურთიერთობები ნატოსთან.

პროგრამის მიზანია ერთობლივი დაგეგმვა, სამხედრო წვრთნების ერთობლივი ჩატარება და ნატოს ჯარებთან ურთიერთქმედება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშვიდობის შენარჩუნება, საძიებო – სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციები და სხვა. ყოველივე ეს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები