პატრულირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პატრულირება''' ''(franguli patrouiller – მზირით სვლა)'' 1. საპატრულო სამსახურ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:52, 23 მაისი 2018 მდგომარეობით

პატრულირება (franguli patrouiller – მზირით სვლა)

1. საპატრულო სამსახურის განხორციელება მოწინააღმდეგის თვალთვალის, ჯარების დაცვის და დაფარვის მიზნით. პატრულირების ძირითადი ხერხებია: რაიონების (ზოლების, მარშრუტების) შემოვლა ფეხით ან ტრანსპორტით, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შვეულმფრენებით შემოფრენა.

XIX–XX საუკუნეებში ხორციელდებოდა ქვეითი და ცხენოსანი პატრულებით;

2. პატრულირებისთვის გათვალისწინებულ რაიონში (ზონაში) საავიაციო ქვედანაყოფების, ჯგუფების ან ცალკეული თვითმფრინავების (ვერტმფრენი) “ჰაერში მორიგეობის” მდგომარეობაში ყოფნა;

3. შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და გამიზვნის თვითმფრინავების და ავიაგამანადგურებლების მიერ საჰაერო სივრცის კონტროლი;

4. სამხედრო-საზღვაო ძალებში მარშრუტზე ან ზღუდეზე იარაღის გამოყენების დაწესებული მზადყოფნით ხომალდის, თვითმფრინავის ან მათი ჯგუფების სისტემატური მოქმედება (მანევრირება) ზღვის განსაზღვრულ რაიონში;

5. სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში პატრულირება გულისხმობს მობილური სარაკეტო კომპლექსების საბრძოლო მორიგეობას;

6. პატრულის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება გარნიზონებში;

7. საყარაულო სამსახურის ერთ-ერთი მეთოდი, დანიშნულ მარშრუტებზე დასაცავი ობიექტების შემოვლა.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები