მოიერიშე ავიაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მოიერიშე ავიაცია''' – სამხედრო ავიაციის ...) |
12:51, 5 ივნისი 2018-ის ვერსია
მოიერიშე ავიაცია – სამხედრო ავიაციის გვარეობა, განკუთვნილი მოწინააღმდეგის ჯარების, სახმელეთო (საზღვაო), უმთავრესად მცირე ზომის და მოძრავი ობიექტების დაზიანებისთვის უპირატესად წინა ხაზზე. ასევე ტაქტიკურ, უახლოეს ოპერატიულ სიღრმეში და ჰაერიდან დანაღმვისთვის. მას შეუძლია ჰაერში ვერტმფრენების და თვითმფრინავების განადგურება, საჰაერო დაზვერვის ამოცანების გადაჭრა.
მოიერიშე ავიაცია აღჭურვილია მოიერიშე თვითმფრინავებით და არის ჯარების საჰაერო მხარდამჭერი საშუალება.