მომწამვლავი ნივთიერებების საბრძოლო მდგომარეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მომწამვლავი ნივთიერებების საბრძოლო მდგომარეობა''' – [[მომწ...) |
15:51, 5 ივნისი 2018-ის ვერსია
მომწამვლავი ნივთიერებების საბრძოლო მდგომარეობა – მომწამლავი ნივთიერებების ისეთი საფაზო-დისპერსიული მდგომარეობა, როცა მათ შეუძლიათ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალაზე დამაზიანებელი ზემოქმედება მოახდინონ.
განისაზღვრება ორგანიზმში მოხვედრის გზებით (აპლიკაციის სახეობებით):
- სუნთქვის ორგანოებიდან და ლორწოვანი გარსებიდან – ორთქლი და წმინდა დისპერსიული აეროზოლი;
- კანის ღია არეებიდან და ტანსაცმლიდან – აეროზოლი და წვეთები.
მომწამვლავი ნივთიერებების საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანის ძირითადი ხერხებია:
- აფეთქება, მექანიკური, (გაფრქვევა ფრქვევანებიდან ჰაერის სწრაფი ნაკადით) და თერმული (აორთქლება გაცხელების დროს).