მორიგე ძალები და საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მორიგე ძალები და საშუალებები''' - [[საბრძოლო მორიგეობა|საბრძ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:52, 6 ივნისი 2018 მდგომარეობით

მორიგე ძალები და საშუალებები - საბრძოლო მორიგეობის შესრულებისთვის სპეციალურად დანიშნული ქვედანაყოფები, ნაწილები (ხომალდები) ან შენაერთები.

მორიგე ძალები და საშუალებების რაოდენობრივი შემადგენლობა, მიზნობრივი დანიშნულება, საბრძოლო ამოცანები, საბრძოლო მზადყოფნის დასადგენი ხარისხი, საბრძოლო მორიგეობის შესრულება, საბრძოლო მზადყოფნის და საბრძოლო შემადგენლობის ხარისხის ზრდა, საბრძოლო ამოცანების განხორციელების წესი და მართვის ორგანიზება განისაზღვრება შესაბამისი სარდლის (მეთაურის) მიერ ბრძანებებით (დირექტივებით).

მორიგე ძალები და საშუალებები მჭიდროდ ურთიერთქმედებენ წინასწარი გაფრთხილების სისტემასთან. ომიანობის დროს მორიგე ძალები და საშუალებები ინიშნება იმ პერიოდში, როდესაც ჯარები აწარმოებენ შეზღუდულ საბრძოლო მოქმედებებს, უპირატესად – თავდაცვითი ხასიათისას.

[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები