ოპერატიული ჯგუფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:დროებითი სამხედრო ფრომირებები]]
+
[[კატეგორია:დროებითი სამხედრო ფორმირებები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 14:51, 7 ივნისი 2018 მდგომარეობით

ოპერატიული ჯგუფი

1. დროებითი სამხედრო ფორმირება, რომელიც II მსოფლიო ომის დროს გაერთიანებაში ცალკეულ საოპერაციო მიმარულებაზე ან ფრონტის უბანზე იქმნებოდა. ოპერატიული ჯგუფი ყალიბდებოდა წინასწარ ან ოპერაციების დროს, ახალწამოჭრილი ამოცანების გადასაწყვეტად.

ოპერატიული ჯგუფის საბრძოლო მოქმედების ხელმძღვანელობისთვის ინიშნებოდა სარდალი (მეთაური, უფროსი), მართვის ორგანოდ გამოიყენებოდა ჯგუფში შემავალი გაერთიანების (შენაერთის) ერთ-ერთი შტაბი;

2. ოფიცერთა ჯგუფი კავშირგაბმულობის საშუალებებით, რომლებსაც გაერთიანების (შენაერთის) შტაბი გზავნის იმ ჯარების საქმიანობის კოორდინაციისთვის, რომლებიც მთავარი ძალებისგან მოწყვეტით (გადაჯგუფების, ახალ რაიონში თავმოყრის, ფრონტის დაშორებულ უბანზე საბრძოლო მოქმედების წარმოების დროს და სხვა) რაიმე კერძო ამოცანას ასრულებენ, აგრეთვე მეზობელი გაერთიანებების (შენაერთების) შტაბებში მათთან კავშირის დასამყარებლად, ურთიერთქმედების ორგანიზებისა და შენარჩუნების, ამოცანების ერთობლივი შესრულების მიზნით;

3. მშვიდობიანობის დროს კადრირებულ შემადგენლობაში აყვანილი მართვის რგოლი, რომელიც განკუთვნილია სტრატეგიული მიმართულების ჯარების მართვის ორგანოს ოპერატიული გაშლის უზრუნველსაყოფად საშიშროების პერიოდში.

[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები