პორტუგალია
(ახალი გვერდი: '''პორტუგალია''' (Portugal – პორტუგალიის რესპუბლიკა), სახელმწიფო სა...) |
|||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
'''საერთაშორისო აეროპორტებია:''' პორტელა, ლისაბონი, პორტუ (მადეირას კუნძული), ფარუ (აზორის კუნძული). | '''საერთაშორისო აეროპორტებია:''' პორტელა, ლისაბონი, პორტუ (მადეირას კუნძული), ფარუ (აზორის კუნძული). | ||
| − | [[შეიარაღებული ძალები]] საერთო შემადგენლობით 43,9 ათ. კაცი (2012). [[სახმელეთო ჯარები]] 26,7 ათ., სამხედრო-საჰაერო 7,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო 9,7 ათ., [[რეზერვი]] - 2,1 ათ. კაცი. დაკომპლექტება | + | [[შეიარაღებული ძალები]] საერთო შემადგენლობით 43,9 ათ. კაცი (2012). [[სახმელეთო ჯარები]] 26,7 ათ., [[სამხედრო-საჰაერო ძალები|სამხედრო-საჰაერო]] 7,5 ათ. და [[სამხედრო-საზღვაო ძალები|სამხედრო-საზღვაო]] 9,7 ათ., [[რეზერვი]] - 2,1 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით. |
| − | ხორციელდება შერეული პრინციპით. | + | |
16:42, 18 ივნისი 2018-ის ვერსია
პორტუგალია (Portugal – პორტუგალიის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, უჭირავს პირენეს ნახევარკუნძულის დასავლეთი ნაწილი, აზორის და მადეირის კუნძულები ატლანტის ოკეანეში. ქვეყანას დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით – ესპანეთი.
ფართობი - 92,1 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 10,7 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – პორტუგალიური და მირანდესი (ესპანურის და პორტუგალიური დიალექტების ნარევი).
დედაქალაქი - ქ. ლისაბონი.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – რესპუბლიკის კრება (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა. პორტუგალია ნატოს წევრი ქვეყანაა. განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული სექტორი. წამყვანი დარგებია: მსუბუქი, სამთო და ფერადი მეტალურგია, ქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი, ხის დამმუშავებელი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს მოსახლეობის მოთხოვნის 50%-ს. მთავარი დარგი – მემცენარეობა.
საზღვაო პორტებია: ავეირუ, ლისაბონი, პორტუ, ლაგუში, სეტუბალი, პორტიმანი, ფუნშალი (მადეირას კუნძული), ანგრა-დე-ეროიჟმუ (აზორის კუნძული).
საერთაშორისო აეროპორტებია: პორტელა, ლისაბონი, პორტუ (მადეირას კუნძული), ფარუ (აზორის კუნძული).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 43,9 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 26,7 ათ., სამხედრო-საჰაერო 7,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო 9,7 ათ., რეზერვი - 2,1 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.