პორტუგალია
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Portugaliis droSa.png|thumb|250პქ|'''პორტუგალიის დროშა''']] | ||
'''პორტუგალია''' (Portugal – პორტუგალიის რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] სამხრეთ-დასავლეთ | '''პორტუგალია''' (Portugal – პორტუგალიის რესპუბლიკა), [[სახელმწიფო]] სამხრეთ-დასავლეთ | ||
[[ევროპა|ევროპაში]], უჭირავს პირენეს ნახევარკუნძულის დასავლეთი ნაწილი, აზორის და მადეირის | [[ევროპა|ევროპაში]], უჭირავს პირენეს ნახევარკუნძულის დასავლეთი ნაწილი, აზორის და მადეირის | ||
11:53, 19 ივნისი 2018-ის ვერსია
პორტუგალია (Portugal – პორტუგალიის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, უჭირავს პირენეს ნახევარკუნძულის დასავლეთი ნაწილი, აზორის და მადეირის კუნძულები ატლანტის ოკეანეში. ქვეყანას დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით – ესპანეთი.
ფართობი - 92,1 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 10,7 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – პორტუგალიური და მირანდესი (ესპანურის და პორტუგალიური დიალექტების ნარევი).
დედაქალაქი - ქ. ლისაბონი.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – რესპუბლიკის კრება (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა. პორტუგალია ნატოს წევრი ქვეყანაა. განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული სექტორი. წამყვანი დარგებია: მსუბუქი, სამთო და ფერადი მეტალურგია, ქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი, ხის დამმუშავებელი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს მოსახლეობის მოთხოვნის 50%-ს. მთავარი დარგი – მემცენარეობა.
საზღვაო პორტებია: ავეირუ, ლისაბონი, პორტუ, ლაგუში, სეტუბალი, პორტიმანი, ფუნშალი (მადეირას კუნძული), ანგრა-დე-ეროიჟმუ (აზორის კუნძული).
საერთაშორისო აეროპორტებია: პორტელა, ლისაბონი, პორტუ (მადეირას კუნძული), ფარუ (აზორის კუნძული).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 43,9 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 26,7 ათ., სამხედრო-საჰაერო 7,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო 9,7 ათ., რეზერვი - 2,1 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.