პელოპონესის ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404)“ გადაიტანა გვერდზე „პელოპონესის ომი“) |
13:20, 22 ივნისი 2018-ის ვერსია
სპარტანელი ჰოპლიტი
პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404) - ძველი საბერძნეთის ისტორიაში უდიდესი ომი ბერძნულ პოლისთა კავშირებს შორის. ერთმანეთს ებრძოდნენ დელოსის კავშირი (სათავეში ედგა ათენი) და პელოპონესის კავშირი (სათავეში ედგა სპარტა).
პელოპონესის ომმა მოიცვა საბერძნეთის დიდი ნაწილი და სამხრეთ იტალიისა და სიცილიის ბერძნული ქალაქები. 404 წელს ზღვიდან და ხმელეთიდან ბლოკირებულმა ათენმა კაპიტულაცია გამოაცხადა.
საზავო ხელშეკრულებით დელოსის კავშირი დაიშალა, ათენმა სპარტას მთელი თავისი ფლოტი გადასცა სანაპიროს დაცვის 12 ხომალდის გარდა. საბერძნეთში სპარტის ჰეგემონია დამყარდა.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.