რაინდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რაინდი''' 1. ფეოდალიზმის ხანაში – სამხედრო-თავადაზნაურული წ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Raindis sizmari.jpg|thumb|250პქ|რაფაელ სანტი, რაინდის სიზმარი]]
 
'''რაინდი'''  
 
'''რაინდი'''  
  

13:30, 22 ივნისი 2018-ის ვერსია

რაფაელ სანტი, რაინდის სიზმარი

რაინდი

1. ფეოდალიზმის ხანაში – სამხედრო-თავადაზნაურული წოდება;

2. გადატანითი მნიშვნელობით – უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი ადამიანი.

3. უშიშარი, გმირი მებრძოლი. ფეოდალური ხანის დასავლეთ ევროპაში სამხედრო-თავადაზნაურული ფენის წარმომადგენელი. ფართო გაგებით, რაინდი ეწოდებოდა თავადაზნაურული წოდების ყველა საერო ფეოდალს, ვიწრო გაგებით – მხოლოდ წვრილ ფეოდალ-მეომარს. ძველ საქართველოში ანალოგიური მნიშვნელობა ჰქონდა ტერმინებს – “მოყმე”, “ჭაბუკი”.

VIII საუკუნიდან XV საუკუნემდე მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი რაინდების რაზმები დასავლეთ ევროპის ჯარების ბირთვს წარმოადგენდნენ.

XV-XVI საუკუნეებში მუდმივი არმიების გაჩენისა და ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით რაინდების სამხედრო მნიშვნელობა შემცირდა. რაინდები, როგორც სოციალური კატეგორია, აზნაურებად გარდაიქმნენ, რომელთაგან შედგებოდა მუდმივი არმიების ოფიცერთა კორპუსი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები