ნადაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნადაბი''' (ძვ.წ. 901-900) – იერობოამის ძე, [[ისრაელი|ისრა...) |
15:10, 29 ივნისი 2018-ის ვერსია
ნადაბი (ძვ.წ. 901-900) – იერობოამის ძე, ისრაელის მეფე. ნადაბი იერობოამის სიკვდილის შემდეგ ავიდა ტახტზე. ის ყველაფერში მამის პოლიტიკის მომხრე იყო და თავისი მეფობისას გააგრძელა მისი დაწყებული რეფორმები.
ნადაბი იყო კერპთაყვანისმცემლობის მხარდამჭერი ისრაელში და მამის კვალდაკვალ აგრძელებდა ხალხში წარმართობის გავრცელებას. ნადაბის მეფობისას ისრაელს ომი მოუვიდა ფილისტიმელებთან. მეფე თავის არმიასთან იყო ბრძოლაში, როცა მისმა მხედართმთავარმა, ვაასამ ისახარის ტომიდან, მუხანათურად მოკლა და თავისი თავი გამოაცხადა მეფედ.