ბალაშაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბალაშაჲ''' ''(ჩეჩნ. Балашай)'' – ნართული ეპოსის ჩეჩნური ვერსიის ეპ...) |
მიმდინარე ცვლილება 11:46, 3 ივლისი 2018 მდგომარეობით
ბალაშაჲ (ჩეჩნ. Балашай) – ნართული ეპოსის ჩეჩნური ვერსიის ეპიზოდური პერსონაჟი, ნართი გოჟაქის ულამაზესი ცოლი, რომელიც უბადლო მუსიკოსს, ნაურს, შეუყვარდა. ნაური ყაბარდოელი მეგობრის დახმარებით გოჟაქს მოკლავს და ბალაშაჲს მეორე ცოლად დაისვამს. მოგვიანებით ნაურს მისი საყვარლის ქმარი, ნოღაელი მირზა კლავს, რის გამოც ბალაშაჲ თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. იმ ადგილს, საიდანაც ქალი უფსკრულში გადახტა, ხალხმა ბალაშაჲ-ბარზი („ბალაშაჲს ყორღანი“) უწოდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972.