ადიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ადიტი''' – (ინდ.) ქალღმერთი, დედა ღმერთების ჯგუფისა, რომლებიც ...) |
00:55, 19 ნოემბერი 2015-ის ვერსია
ადიტი – (ინდ.) ქალღმერთი, დედა ღმერთების ჯგუფისა, რომლებიც ადიტიებად იწოდებიან.
სხვადასხვა ტრადიციის მიხედვით მისი შვილების რიცხვი სხვადასხვაა, ან შვიდი, ან თორმეტი; მის შვილთა შორის გამოირჩევიან ინდრა, ვიშნუ, მიტრა, ვარუნა, ტვაშტარი. ადიტი ასევე ითვლება მეფეთა დედად. იგი იფარავს ადამიანებს ღმერთების რისხვისგან, გაჭირვებისგან, აძლევს თავშესაფარს. მას დღეში სამგზის მოუხმობენ: განთიადზე, შუადღისას და მწუხრზე.