დევიანტობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დევიანტობა''' - (deviance) ზოგადი მნიშვნელობებით – ქცევის ფორმა, სო...) |
15:46, 17 ივლისი 2018-ის ვერსია
დევიანტობა - (deviance) ზოგადი მნიშვნელობებით – ქცევის ფორმა, სოციალურ ჯგუფში მიღებული ნორმებიდან საგრძნობლად გადახრილი. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ტერმინი შეიძლება იყოს ნეიტრალური და აღნიშნავდეს სტატისტიკურად იშვიათ მოვლენას, ასევე, შეიძლება ჰქონდეს სოციალური მნიშვნელობა, მაგ.: წესების დარღვევა, გასაკიცხი და სტიგმატიზირებული ქცევა, ან საზოგადოებაში მარგინალური როლების მიღება.