ხაჭბური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მიმდინარე ცვლილება 22:59, 19 ივლისი 2018 მდგომარეობით
ხაჭბურ-ი (სომხ. խաչբյուր) – ხორბლისა და ქერის თავთავებისგან შეკრული ჯვრისებური, ხისმაგვარი ან ქალის ფიგურის თაიგული. სომეხთა რწმენით, ვარდავარის დღესასწაულზე ეკლესიაში ნაკურთხი ასეთი თაიგული ყანებს სეტყვისა და კალიებისგან იცავდა; ქალღმერთ ანაჰითის/ანაითის თაყვანისცემასთან დაკავშირებით, ამას აგათანგელოსიც აღნიშნავს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ხაჭბური ოფიციალური ეკლესიისგან აკრძალული ქალღმერთის კონსპირირებულ სახეს წარმოადგენდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Бдоян В. Армянские солонки с фигурой женщины, как конспирация статуй богини Анаhит // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის/ XVI-XVII, 1972;
- Харатян Гр. С., Мкртчян С. С. Праздничная культура: традиции и современность // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.