ვახსითი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვახსით-ი''' ''(აფხ. Уахсиҭ)'' – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, ნართ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:02, 30 ივლისი 2018 მდგომარეობით
ვახსით-ი (აფხ. Уахсиҭ) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, ნართი სითის ერთადერთი ვაჟიშვილი, აჟვეიფშაას სიძე. ვახსითი ნართების ცხენების მწყემსია და ხშირად მიერეკება ცხენების რემას მდ. ყუბანის ჩრდილოეთით მდებარე სტეპებში, სადაც მუხლამდე ბალახი ხარობს. აქ გაიცნობს იგი საძოვრების პატრონ გოლიათს, რომელსაც ორთაბრძოლაში ამარცხებს, შემდეგ კი დაუძმობილდება და მასთან საცხოვრებლად რჩება ისე, რომ სახლში იშვიათად დადის. ძმობილთან მყოფი ვახსითი დილაობით აღმოსავლეთის მხარეს ამჩნევს ცეცხლივით მანათობელ ძალას, რომელიც შვიდი ძმა აჟვეიფშაას ერთადერთი და აღმოჩნდება. მრავალი ფათერაკის შემდეგ ვახსითი მას ცოლად ირთავს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.