სითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სით-ი (აფხ. Сиҭ) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, ნართების უფროსი ძმა (ზოგი ვარიანტით იგი ნართების მამად მოიაზრება), ვახსითის მამა; ნართების გრძელ სკამზე, არიმზზე, იგი თავში ზის და „მამაცად“ იწოდება. ნართების ლაშქრობებში მკრთალად, მაგრამ მაინც ჩანს სითის როგორც წინამძღოლის სახე. მის ნათქვამზე ისვენებენ ძმები; მისი მითითებით იწყებს ნაშბათაყვა ნართების გმირულ წარსულზე თხრობას; სათანეი-გვაშას შემდეგ სითს, როგორც ძმებს შორის უფროსს, ეკუთვნის პირველი სიტყვა.

სითი ითვლება ნართების მთავარ მეღვინედ (სხვა ვარიანტით უფროსი მეღვინე ხნიშია). იგი მოძალადე ნარჯხეუს მოსაწამლად განკუთვნილი ღვინისგან კვდება.


ლიტერატურა

Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები