ნაშბათაყვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაშბათაყვა (აფხ. НашьбаҭаҞәа) – ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიის პერსონაჟი, რომელიც ლაშქრობებში ნართების წინამძღოლის, ზოგი ვარიანტით ნართების უფროსი ძმის, სითის, ბრძანებით ძმებს წარსულ დღეებზე, მათ საგმირო საქმეებზე მოუთხრობს. როგორც ჩანს, იგი ნართების მეისტორიეა და კარგი მოამბეც. ნაშბათაყვას ნაამბობი ნართებს ხან ამხიარულებს, ხანაც ფიქრებს აუშლის. თხრობით დაღლილ ნაშბათაყვას ათლაგიყვა ცვლის, ამ უკანასკნელს სხვა ვინმე და ასე შეუმჩნევლად გადის დრო ლაშქრობების ჟამს.
ლიტერატურა
Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.