პიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პიკა''' - (საკვებად უვარგისის ჭამა) - (F50.8, F98.3), (pica), საჭმელად უვარგი...) |
15:36, 30 ივლისი 2018-ის ვერსია
პიკა - (საკვებად უვარგისის ჭამა) - (F50.8, F98.3), (pica), საჭმელად უვარგისი ნივთიერებების ჭამა (ტალახის, გამხმარი საღებავის ნაწილების და ა.შ). შესაძლოა ფსიქოზური აშლილობის ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენდეს (მაგ. აუტიზმის) ან იზოლირებული ფსიქოპათოლოგიური ქცევის სახით შეგვხვდეს. აშლილობა ხშირად გონებაჩამორჩენილ ბავშვებს აღენიშნებათ. აუცილებელია მისი განსხვავება ბულიმიური გაუმაძღრობისაგან, რომელიც ხშირად ინფანტილური აუტიზმის, შიზოფრენიისა და თავის ტვინის ორგანული აშლილობების, მაგ., დემენციის დროს აღინიშნება.