ქცევის აშლილობა ოჯახური გარემოთი შემოფარგლული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქცევის აშლილობა, ოჯახური გარემოთი შემოფარგლული''' - (F91.0), (conduct diso...) |
15:58, 6 აგვისტო 2018-ის ვერსია
ქცევის აშლილობა, ოჯახური გარემოთი შემოფარგლული - (F91.0), (conduct disorder confined to the family context), ქცევის აშლილობა, რომელიც ხასიათდება დისოციალური ან აგრესიული (მაგრამ არა უბრალოდ ჯიუტი, გამომწვევი, დამანგრეველი) ქცევით, რომელიც ვლინდება ძირითადად ან მხოლოდ სახლში, ნუკლეარული ოჯახის წევრებთან, ან უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობისას.
კლინიკური სურათი უნდა შეესაბამებოდეს ქცევის აშლილობის ზოგად კრიტერიუმებს; თვით ყველაზე მძიმე დარღვევა მშობლებსა და შვილს შორის ურთიერთობის, თავისთავად საკმარისი არ არის ამ დიაგნოზის დასასმელად.