ჯელლინეკის ტიპოლოგია
(→ეფსილონ-ალკოჰოლიზმი) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
====ეფსილონ-ალკოჰოლიზმი==== | ====ეფსილონ-ალკოჰოლიზმი==== | ||
| − | ეფსილონ-ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლის პაროქსიზმული და პერიოდული მიღება, გადაბმული სმა, რომელსაც ზოგჯერ დიპსომანიას უწოდებენ. | + | ეფსილონ-ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლის პაროქსიზმული და პერიოდული მიღება, [[ლოთობა გადაბმული|გადაბმული სმა]], რომელსაც ზოგჯერ დიპსომანიას უწოდებენ. |
| − | + | ||
| − | + | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
15:00, 16 აგვისტო 2018-ის ვერსია
ჯელლინეკის ტიპოლოგია - (jellinek’s typologi), ალკოჰოლიზმის კლასიფიკაცია ჯელლინეკსის მიხედვით, რომელიც მოცემულია მის წიგნში „ალკოჰოლიზმი, როგორც ავადმყოფობის კონცეფცია“ (1960 წ.)
სარჩევი |
ალფა-ალკოჰოლიზმი
ალფა-ალკოჰოლიზმი ხასიათდება ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომით, რომელიც ჯერ არ არის გადასული ფიზიკურ დამოკიდებულებაში. ამ სტადიას უწოდებენ ალკოჰოლის პრობლემურ გამოყენებას, ალკოჰოლის ექსკაპიურ გამოყენებას.
ბეტა-ალკოჰოლიზმი
ბეტა-ალკოჰოლიზმი ხასიათდება ფიზიკური გართულებებით. მოიცავს ორგანიზმის ერთი ან რამდენიმე სისტემის პათოლოგიას, ჯანმრთელობის საერთო მოშლას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას.
გამა-ალკოჰოლოზმი
გამა-ალკოჰოლოზმი ხასიათდება აღმავალი ტოლერანტობით, კონტროლის დაკარგვით და აღკვეთის მდგომარეობის განვითარებით. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ეწოდება აგრეთვე „ანგლო-საქსონიური ალკოჰოლიზმი“.
დელტა-ალკოჰოლიზმი
დელტა-ალკოჰოლიზმი ხასიათდება აღმავალი ტოლერანტობით. აღკვეთის სიმპტომებით. ალკოჰოლის მიღებისაგან თავშეკავების შეუძლებლობით. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არა აქვს დაკარგული კონტროლი ალკოჰოლის მიღების რაოდენობაზე (ალკოჰოლიზაცია).
ეფსილონ-ალკოჰოლიზმი
ეფსილონ-ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლის პაროქსიზმული და პერიოდული მიღება, გადაბმული სმა, რომელსაც ზოგჯერ დიპსომანიას უწოდებენ.