ტიკი (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტიკი''' - (tic), უეცრად დაწყებული და თავისი არსით უაზრო, უნებლიე, ...)
 
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]]

17:03, 22 აგვისტო 2018-ის ვერსია

ტიკი - (tic), უეცრად დაწყებული და თავისი არსით უაზრო, უნებლიე, სწრაფი და განმეორებითი არარითმული მოძრაობები (ჩვეულებრივ, კუნთების ცალკეული ჯგუფების უნებლიე მოძრაობები) ან ბგერების წარმოთქმა.

ზოგადად ტიკი აღქმულია, როგორც დაუძლეველი, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, რაღაც დროით მათი დათრგუნვა შესაძლებელია, სტრესის დროს ტიკი მძაფრდება, ძილის დროს კი ქრება. ყველაზე გავრცეებულია მარტივი მოძრაობითი (მოტორული) ტიკები, რომლებშიც ითვლება: ხამხამი, კისრის მოძრაობები, მხრების აჩეჩვა, სახის მანჭვა.

გავრცელებულია მარტივი ხმოვანი (ვოკალური) ტიკები: ხველა, ჩახველება, სტვენა, ფრუტუნი.

ხშირად გვხვდება რთული მოტირული ტიკები: ვინმესთვის დარტყმა, ხტუნვა, კაკუნი.

რთული ხმოვანი ტიკებია: გარკვეული სიტყვების – განმეორება, ზოგჯერ სოციალურად მიუღებელი (ხშირად შეურაცხმყოფელი) სიტყვების ხმარება (კოპროლალია) ან თავისივე ბგერების ან სიტყვების განმეორება (პალილალია).



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები