ბიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბჷკ-ი''' ''(აფხ. Быкь)'' – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, [[ნართაა|ნა...) |
მიმდინარე ცვლილება 14:09, 31 აგვისტო 2018 მდგომარეობით
ბჷკ-ი (აფხ. Быкь) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, ნართების სამხრეთელი მტრების ერთ-ერთი წინამძღოლი, რომელმაც ნართი კუნის არყოფნით ისარგებლა და მწყემსებს მისი ცხვრის ფარა წაგვარა. ნართი კუნი ჩაუსაფრდა მას ფხიაუს მწვერვალზე, დაამარცხა, დაიბრუნა ფარა, შემდეგ დაუძმობლიდა და გუცაკიასთან და რამდენიმე ძმასთან ერთად სტუმრად ეწვია. ბიკმა გამომშვიდობებისას ნართები შვიდი წყვილი კამეჩით დაასაჩუქრა.
თქმულების მიხედვით, სწორედ ამ ნაჩუქარი საქონლისაგან გამრავლდა „ცხოველთა შორის უმშვენიერესი ცხოველის – კამეჩის მოდგმა აფხაზეთში“.
ნართულ ეპოსში ბჷკის ეპითეტია „ბედნიერი“.
[რედაქტირება] ლიტერატურა
Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.