კუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კჷნი. ა. ბელიუკინი

კჷნ-ი (აფხ. Кәын) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, ზოგი ვარიანტით ნართების უფროსი ძმა, აწანების ასულის, ზილხას, ქმარი, ცვიცვის მამა, ნართების ცხვრების მწყემსი. ნართებს შორის საუკეთესო მომღერლის, ქეთუანის, დაწყებულ სიმღერას ბანს პირველი კუნი აძლევს, შემდეგ დანარჩენი ნართები.

გადმოცემის მიხედვით, ნართებს ყველა სახის საქონელი ჰყავდათ, მაგრამ განსაკუთრებულ მზრუნველობას ცხვრების მიმართ იჩენდნენ, რადგან ცხვარი აძლევდა მათ ხორცს და მატყლს, მატყლი კი სამოსს. სწორედ ამიტომ მიანდეს ცხვრების მწყემსვა გამორჩეულ ნართ კუნს. გარდა ამისა იგი საუკეთესო მეომრად ითვლება; მის სახელს ატარებს მწვანე ველი, სადაც სათანეი-გვაშასთან მიმავალმა მატყლით დატვირთულმა კუნმა ჩასაფრებული დევები გაანადგურა. მანვე დაამარცხა მოძალადე ბიკი, რომელსაც მოგვიანებით დაუძმობილდა და მასთან სტუმრად მისულმა საჩუქრის სახით შვიდი წყვილი კამეჩი წამოიყვანა.

კუნმა ნადირობის დროს გაიცნო ერთი აწანი და დაუმეგობრდა, მოგვიანებით მისი და ზილხა შეუყვარდა და ცოლად ითხოვა. ქმრისგან შეურაცხყოფილმა ფეხმძიმე ზილხამ მუცელი განიკვეთა, ბავშვი, მომავალი გმირი, ცვიცვი, კუნს დაუტოვა და თავად აწანებთან წავიდა.

სახელი „კუნი“, როგორც ჩანს, მომდინარეობს ნართულ გადმოცემათა ყაბარდოული ვერსიის გმირის, ბათრეზის (აფხაზური ვერსიის პერსონაჟის – ცვიცვის ორეულის) მამის, ხიმიშის, ეპითეტიდან „კუი“ – „მელოტი“. ნართული ეპოსის ოსურ ვერსიაში კუნს ხამიცი შეესაბამება.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. Сух., М., 1962; Сух., 1988;
  • Кабардинский фольклор. Вступительная статья, коментарии и словарь М.Е. Талпа. М.- Л., 1936.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები