ქეთუანი
ქჲეთუან-ი (აფხ.Қьеҭаун) – ნართულ გადმოცემათა პერსონაჟი, მისას უფროსი ძმა (ზოგი ვარიანტით მისი დედის სახელია ერიუარა), ნართების მწყემსი; უებრო მეომარი და მონადირე, რომლის ისარი მიზანს არასოდეს ცდება; არის ამტანი და მუხლმაგარი, კამათში პირდაპირი და მართალი. ვაჟკაცობა ვაჟკაცობად, მაგრამ დანარჩენი ნართებისაგან ქეთუანი მაინც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა. იგი საუკეთესო მომღერლად ითვლება და ლაშქრობებში პირველი იწყებს სიმღერას. აფხაზური სიმღერების რეფრენის („უა, რარირა, უა, რაიდა, უა, [რაშა“) წარმოშობა სწორედ ქეთუანის სახელს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, გველნაკბენმა მწყემსმა სიმწრისგან პირველმა წაიმღერა ეს მისამღერი, მას ძმებიც აყვნენ და ასე გავრცელდა იგი მთელ აფხაზეთში. ქეთუანის სახელს უკვაშირდება ასევე „აფხაზური სიმღერისა და ცეკვის საუკეთესო მეგობრის“, სალამურის მსგავსი საკრავის – აჭარპინის გამოგონებაც. ნართმა ქეთუანმა აჭარპინის თანხლებით გუნდასთან და ხანიასთან ერთად იმღერა ქალიშვილების მიერ შეთხზული სიმღერა „აზარი“.
ნართების ცხოვრებაში ზემოაღნიშნულ სიახლეთა შემოტანის გამო, ქეთუანს ეპოსის ერთ-ერთ უძველეს პერსონაჟად მიიჩნევენ და კულტურტრეგერად სახავენ.
ლიტერატურა
Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.