რარირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რარირა (აფხ. Рарира) – ნართულ გადმოცემათა აფხაზური ვერსიის მიხედვით, აერგებისრადის, რაშისა და ხანიას დედა, რიმცას ცოლი. ეპოსის ზოგი ვარიანტით აერგების დედა ყოველგვარი წამლის მცნობი საუკეთესო მკურნალია. სწორედ მან შეულოცა გველისგან დაგესლილ ნართ ქეთუანს და განკურნა.

სხვა გადმოცემით, რარირა აჟვეიფშებისრაჰაირას, რეირამას და რეირაშას დედაა. ზოგიერთი მეცნიერი მის სახელს კითხულობს აფხაზური სიმღერების რეფრენში („უა, რარირა, რაიდა, რაშა!“ „უა, რარირა, რაჰაირა, რეირამა, რეირაშა!“). აფხაზური წარმოდგენით, რარირამ მისცა ადამიანებს პირველი ცხვარი.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. М., 1962; Сух., 1988.
  • Ш. Д. Инал-ипа. Об абхазских нартских сказаниях. – «Труды Абхазского института языка, литературы и истории», т. XXIII, Сух., 1957;
  • მისივე: Памятники абхазского фольклора. Сух., 1977.
  • Л.Х. Акаба. Из мифологии абхазов. Сух., 1976.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები