სამედიცინო უზრუნველყოფა (სამხედრო მედიცინა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | * [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო მედიცინა]] | [[კატეგორია:სამხედრო მედიცინა]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 15:20, 4 სექტემბერი 2018 მდგომარეობით
სამედიცინო უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნების, ჯანმრთელობის დაცვის, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის, დაჭრილების და ავადმყოფების რეაბილიტაციის მიზნით. ჯარების (ძალების) მოქმედებების უზრუნველყოფის სახეობა.
სამედიცინო უზრუნველყოფა მოიცავს: სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სამკურნალო–საევაკუაციო, სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდემიურ ღონისძიებებს. ასევე ჯარების (ძალების) მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის სამედიცინო ღონისძიებებს.