ტრანკვილიზატორი (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:ტრანკვილიზატორები]]
 
[[კატეგორია:ტრანკვილიზატორები]]
 +
[[კატეგორია:ფარმაკოლოგიური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 12:34, 10 სექტემბერი 2018 მდგომარეობით

ტრანკვილიზატორი - (tranquillizer), დამამშვიდებელი საშუალება, სამკურნალწამლო საშუალებების რამდენიმე კლასის საერთო დასახელება, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევების სიმპტომატური მკურნალობისათვის. ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ მედიკამენტების ეს ჯგუფი განვასხვავოთ სედატიური/საძილე საშუალებებისაგან. ტრანკეილიზატორები ფსიქიკურ პროცესებზე დამამშვიდებლად, დამთრგუნავად მოქმედებს და არ ახდენს არსებით გავლენას (გარდა დიდი დოზებისა) ცნობიერებასა და აზროვნებაზე.

ტერმინ „ტრანკვილიზატორ“-ს დღეისათვის ძირითადად მიაკუთვნებენ იმ სამკურნალწამლო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი მდგომარეობის სამკურნალოდ.

სინონიმია „მცირე ტრანკვილიზატორი“. ეს ტერმინი შემოსულია იმიტომ, რომ აღნიშნული საშუალებები გაგვესხეავებინა „დიდი ტრანკვილიზატორებისგან“ (ნეიროლეპტიკური საშუალებებისაგან), რომლებიც გამოიყენება ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „მცირე ტრანკვილიზატორი“ სულაც არ ნიშნავს. რომ ამ პრეპარატების გამოყენებისას ადგილი არა აქვს სერიოზულ მავნე შედეგებს. ამის ვინაიდან, ამ პრეპარატებს აქვს დამოკიდებულების პოტენციალი, უმჯობესია, აღნიშნული ტერმინი ნაკლებად გამოვიყენოთ.



[რედაქტირება] წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები