სედატიური/საძილე საშუალება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სედატიური/საძილე საშუალება - [sedative/hypnotic] – ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც ამცირებს შფოთვას, აქვს დამაწყნარებელი და საძილე ეფექტი. ამ სამკურნალწამლო საშუალებების ზოგიერთი წარმომადგენელი იწვევს ამნეზიას, კუნთების მოდუნებას და/ან გააჩნია კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.

სედატიური/საძილე საშუალებების უმნიშვნელოვანესი კლასები შეიცავს ბენზოდიაზეპინებს და ბარბიტურატებს. მათ მიეკუთვნება აგრეთვე: ალკოჰოლი, ბუსპირონი, ქლორალჰიდრატი, აცეტილ კარბრომალი, გლუტეტიმიდი, მეთილპრილონი, ეთქლორვინოლი, ეთინამატი, მეპრობამატი და მეთაკვალონი. ზოგჯერ, ტერმინი „სედატიურ/საძილე საშუალებები“ გამოიყენება იმ სამკურნალწამლო საშუალებათა მიმართ, რომლებიც იხმარება მწვავე სტრესის მდგომარეობის მოსახსნელად, ან როგორც საძილე საშუალება. მათ განასხვავებენ მცირე ტრანკვილიზატორებისაგან, რომლებიც გამოიყენება შფოთვის მოსახსნელად.

ბარბიტურატები ხასიათდება დაბალი სამკურნალოტოქსიკური მაჩვენებლებით და ჰიპერდოზირების დროს ლეტალობით. მათი მავნეობის პოტენციალი მაღალია მათ მიმართ სწრაფად ვითარდება ფიზიკური დამოკიდებულება, ტოლერანტობის ჩათვლით ქლორალჰიდრატი, აცეტილკარბრომალი, გლუტეტიმიდი, მეთიპრილონი, ეთქლორვინოლი და ეთინამატი ასევე ხასიათდება გამოხატული ფიზიკური დამოკიდებულებით, ჰეპერდოზირებისას – ლეტალობით. ამის გამო, უძილობის სამკურნალოდ არც ერთი სედატიური/ საძილე საშუალება არ გამოიყენება მუდმივად.

ყველა სედატიურ/საძილე საშუალებას უნარი აქვს გამოიწვიოს ყურადღების, მეხსიერების, კოორდინაციის დარღვევა, აგრეთვე – გამოზარხოშების სინდრომი, მეტყველების მოშლა, პირის სიმშრალე, ნაწლავების პერისტალტიკის მოდუნება, ხასიათის ლაბილურობა. ხანდახან ადგილი აქვს აგზნებისა და მრისხანების პარადოქსულ რეაქციასაც. ძილის განვითარების პერიოდი მცირდება, მაგრამ REM-ძილის სტადია დათრგუნულია. პრეპარატის მოხსნას შეიძლება მოჰყვეს REM–რებაუნდი და ძილის გაუარესება. აღნიშნული პრეპარატების ხანგრძლივად მიღება ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების განვითარებას იწვევს.

აღკვეთის რეაქცია შეიძლება იყოს მძიმე და გამოვლინდეს საძილე ან ანქსიოლიტური სამკურნალწამლო საშუალებების ზომიერი ან საკმაოდ მცირე ხნით (რამდენიმე კვირა) გამოყენების შემდეგაც. აღკვეთის სინდრომის დროს ვითარდება განგაშის გრძნობა, გამღიზიანებლობა, უძილობა, გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ოფლიანობა, ორთოსტატიკური ჰიპერტენზია, ჰალუცინაციები, მიოკლონური თრთოლვა, ჰიპერრეფლექსია და შესაძლოა დიდი ეპილეფსი-ფორმული გულყრები, რომლებმაც შეიძლება მიიღოს ეპილეფსიური სტატუსის სახე ფატალური გამოსავლით. დელირიუმი შეიძლება განვითარდეს პრეპარატის შეყვეტიდან ან დოზის მნიშვნელოვანი შემცირებიდან ერთი კვირის შემდეგ.

სედატიური/საძილე პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეხსიერების, კოორდინაციისა და რეაქციის სისწრაფის დაქვეითება, მყარი ამნეზიური დარღვევები.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები