ობო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ობო''' ''(ყალ. Обó)'' – საკულტო ადგილი, სალოცავი, გარდაცვლილ შამან...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:05, 21 სექტემბერი 2018 მდგომარეობით

ობო (ყალ. Обó) – საკულტო ადგილი, სალოცავი, გარდაცვლილ შამანთა, წინაპართა სულებისა და ციური წარმომავლობის ღვთაებათა სახელობის თაყვანისცემის ობიექტი ყალმუხებში; წარმოადგენს ქვების გროვას ან ხეებს, მორთულს ფერადი ლენტებითა და ალმებით. მონღოლური მოდგმის ხალხებში ობოები, როგორც წესი, გზისპირებზე, მთათა უღელტეხილებსა და მწვერვალებზე, ტბათა და მდინარეთა ნაპირებზე მდებარეობს. გვხვდება როგორც განცალკევებით მდგომი, ისე ჯგუფური ობოები. მიიჩნევენ, რომ ობო ქმნის ამინდს, უზრუნველყოფს მოსავლიანობას, ადამიანთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ყალმუხებში განსაკუთრებული ძალის მქონე სალოცავად ბოგდოს წმინდა მთაზე არსებული ობო განიხილებოდა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Герасимова К. М. Культ обо как дополнительный материал для изучения этнических процессов в Бурятии // Этнографический сборник. Вып. 5. Улан-Уде, 1969.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები