ბოგდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოგდო (ყალ. Богдó) – წმინდა მთა ყალმუხთა რწმენა-წარმოდგენების მიხედვით; წარმოადგენს კასპიისპირა დაბლობის ყველაზე მაღალ წერტილს (სიმაღლე: 149, 6 მ. ზღვის დონიდან), მიწისზედა და მიწისქვეშა კარსტული რელიეფის განვითარებული ფორმებით; ითვლის 30-ზე მეტ მღვიმეს, რომელთა შორის ყველაზე დიდი, მოქცეული ბოგდინო-ბასყუნჩაყის ნაკრძალის საზღვრებში, 1, 5 კმ. სიგრძისაა.

XX ს-ის დასაწყისში ბოგდოს წმინდა მთაზე განთავსებული იყო ბუდისტური სალოცავი („ობო“) და „თეთრი მოხუცის“ („ცაჰან ოვგნ-ი“) ქანდაკება. აქ სალოცავად ამოსულ ყალმუხებს სწამდათ, რომ მთა თვით დალაილამას მიერ იყო ნაკურთხი. ერთი გადმოცემით, ბოგდოს მთა იმ წმინდა ქვიდან წარმოიშვა, რომელიც ყალმუხმა პილიგრიმებმა შორეული ტიან-შანიდან მოიტანეს. სხვა გადმოცემის თანახმად, ბოგდოს მთა მდ. ურალის ნაპირებზე იდგა, მაგრამ ორმა წმინდა ყალმუხმა გადაწყვიტა, გადმოეტანა იგი მდ. ვოლგის ნაპირებზე. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ, ყალმუხებმა მთა ზურგზე მოიგდეს და სტეპის გზას გაუდგნენ. ერთ-ერთ ყალმუხს თავში ცოდვიანმა აზრმა გაუელვა და ტვირთის ქვეშ დავარდა. მთამ იგი მიწას მიაჭყლიტა და სისხლით შეიღება, რის გამოც მისი ერთი მხარე დღესაც წითელია.


ლიტერატურა

  • Багырева С. Г. Старокалмыцкое искусство XVII- начала XX века. М., 2005;
  • Бархатова Н. Н. Экспедиция на гору Большого Богдо 1854;
  • И. Б. Ауербах // Геологические исследования Русского географического общества (1845-1917). М.-Л. 1955;
  • Басаев Д. Э. Калмыцкие предания и легенды о горе Богдо // Проблемы современного калмыковедения. Элиста, 2001.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები