ცაჰან ოვგნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცაჰან ოვგნ-ი / ცაჰან ავვა (ყალ. Цаhан өвгн / Цаhан авва – „თეთრი მოხუცი“) – სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის მფარველი ყალმუხურ (ბუდისტურ) პანთეონში; დაკავშირებულია „თეთრი თვის“ საახალწლო დღესასწაულთან („ცაჰან სარ-ი“), ამიტომაც უწოდებენ „წელიწადის გამგებელს“ (Жилийн эзэн). ბუდისტურ იკონოგრაფიაში იგი წარმოდგენილია გრძელი და თეთრწვერა მოხუცის სახით, ხელში კრიალოსნითა და ყავარჯნით.

მონღოლურ ბუდისტურ მონასტრებში „თეთრი მოხუცის“ გამოსახულებას, როგორც წესი, ტაძრის შესასვლელში დგამენ, ხოლო საკურთხეველზე მას ყველაზე დაბალი ადგილი განეკუთვნება. XX ს-ის დასაწყისში ბოგდოს წმინდა მთაზე, სადაც ყალმუხების ბუდისტური სალოცავი – ობო – მდებარეობდა, ცაჰან ოვგნის / ცაჰან ავვას ქანდაკება იდგა. აქ მორწმუნე ყალმუხები ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ.


ლიტერატურა

  • Бакаева Э. П. Будизм в Калмыкии. Элиста, 1994;
  • მისივე, Белый старец: особенности мифологических характеристик у калмыков // Доклады и тезисы Международ-ногосимпозиума «Бурят-монголы накануне III тысячелетия: опыт качевой цивилизации. Россия-Восток-Запад в судьбе народа». Улан-Уде, 1997;
  • Багырева С. Г. Старокалмыцкое искусство XVII- начала XX века. М., 2005;

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები