ობსესიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ობსესიური და კომპულსური სიმპტომები)
ხაზი 4: ხაზი 4:
  
ის ფაქტი, რომ პაციენტი წინააღმდეგობას უწევს თავის აკვიატებას, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს, სხვა ნიშნებთან ერთად (იდეის შესახებ მუდმივი ან სრული დარწმუნებულობის არარსებობა), საშუალებას გვაძლევს, ობსესია ბოდვისაგან განვასხვაოთ. თუმცა, პრაქტიკაში მათი ერთმანეთისაგან განსხვავება შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს, რადგან ხანგრძლივი ობსესიის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის შესუსტება შეინიშნება. გარდა ამისა, როდესაც ობსესიები ძალიან ინტენსიურია, პაციენტი შეიძლება ნაკლებად იყოს დარწმუნებული მათ სიმცდარეში. აქედან გამომდინარე, გულდასმით შედგენილი ავადმყოფობის ისტორია, რომელიც არა მარტო სიმპტომებს, არამედ სხვა საჭირო მახასიათებლებსაც მოიცავს (მაგ., კომპულსიებს, ფსიქოზის სხვა გამოვლინებებს), თავიდან აგვარიდებს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ასევე, აუცილებელია, განვასხვაოთ კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობსესიები და მსგავსი აზრები, რომლებიც
 
ჯანმრთელ ადამიანებთან იჩენს თავს, განსაკუთრებით დაღლილობის ან სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის დროს. კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობსესიის დასადგენად უნდა აღინიშნებოდეს ისეთი მაჩვენებლებიც, როგორებიცაა დისფუნქცია და ობსესიური რწმენის მუდმივი არსებობა. ობსესიური სიმპტომები პიროვნების ანანკასტური აშლილობისთვისაც არის დამახასიათებელი.
+
ჯანმრთელ ადამიანებთან იჩენს თავს, განსაკუთრებით დაღლილობის ან სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის დროს. კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობსესიის დასადგენად უნდა აღინიშნებოდეს ისეთი მაჩვენებლებიც, როგორებიცაა დისფუნქცია და ობსესიური რწმენის მუდმივი არსებობა. ობსესიური სიმპტომები [[პიროვნების აშლილობა ანანკასტური|პიროვნების ანანკასტური აშლილობისთვისაც]] არის დამახასიათებელი.
  
ობსესიებს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს (იხ. ცხრილი)
 
ობსესიებს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს (იხ. ცხრილი)

14:02, 28 სექტემბერი 2018-ის ვერსია

ობსესიები - წარმოადგენს პერიოდულად განმეორებად პერსისტენტულ აზრებს, იმპულსებს ან ხატებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შეჩერების მცდელობისა, მაინც აღწევენ გონებაში ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის ბრძოლის სუბიექტური განცდა - პაციენტი წინააღმდეგობას უწევს აკვიატებას, რომელიც, მიუხედავად ამისა, მაინც იჭრება მის გონებაში. გარდა ამისა, პაციენტი დარწმუნებულია, რომ თუ რაიმეზე ფიქრობ, მოსალოდნელია რომ ეს რეალურად მოხდეს. ობსესიური აზრები საკუთარ აზრებად განიცდება და პიროვნება არ თვლის, რომ ისინი სხვის მიერ არის ჩანერგილი (აზრების „ჩადების” ბოდვისაგან განსხვავებით). ბოდვისაგან მეორე მნიშვნელოვანი განსხვავებაა ასევე ის, რომ პიროვნება ობსესიებს მცდარად და უაზროდ მიიჩნევს. ეს, ჩვეულებრივ, ეხება ისეთ თემებს, რაზეც პაციენტი წუხს ან რაც მისთვის უსიამოვნოა. მათ ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) თან სდევს კომპულსიები.

ის ფაქტი, რომ პაციენტი წინააღმდეგობას უწევს თავის აკვიატებას, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს, სხვა ნიშნებთან ერთად (იდეის შესახებ მუდმივი ან სრული დარწმუნებულობის არარსებობა), საშუალებას გვაძლევს, ობსესია ბოდვისაგან განვასხვაოთ. თუმცა, პრაქტიკაში მათი ერთმანეთისაგან განსხვავება შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს, რადგან ხანგრძლივი ობსესიის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის შესუსტება შეინიშნება. გარდა ამისა, როდესაც ობსესიები ძალიან ინტენსიურია, პაციენტი შეიძლება ნაკლებად იყოს დარწმუნებული მათ სიმცდარეში. აქედან გამომდინარე, გულდასმით შედგენილი ავადმყოფობის ისტორია, რომელიც არა მარტო სიმპტომებს, არამედ სხვა საჭირო მახასიათებლებსაც მოიცავს (მაგ., კომპულსიებს, ფსიქოზის სხვა გამოვლინებებს), თავიდან აგვარიდებს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ასევე, აუცილებელია, განვასხვაოთ კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობსესიები და მსგავსი აზრები, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებთან იჩენს თავს, განსაკუთრებით დაღლილობის ან სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის დროს. კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობსესიის დასადგენად უნდა აღინიშნებოდეს ისეთი მაჩვენებლებიც, როგორებიცაა დისფუნქცია და ობსესიური რწმენის მუდმივი არსებობა. ობსესიური სიმპტომები პიროვნების ანანკასტური აშლილობისთვისაც არის დამახასიათებელი.

ობსესიებს შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს (იხ. ცხრილი)

ობსესიური და კომპულსური სიმპტომები
ობსესიები
  • აზრები
  • აზროვნებითი ცოხნა
  • ეჭვები
  • იმპულსები
  • ობსესიური ფობიები
კომპულსიები (რიტუალები)
ობსესიური შენელება

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები