პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
შესწავლის შედეგად. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი მიუთითებდა, რომ დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეებს არ აღენიშნებოდათ სხვა [[ფსიქიკური აშლილობა]] და მათ უბრალოდ სამედიცინო და სოციალური დახმარება უნდა მიეღოთ. მსგავსი ფსიქოლოგიური ეფექტი დაფიქსირებული იყო (სხვა სახელწოდებით) სამხედრო | შესწავლის შედეგად. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი მიუთითებდა, რომ დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეებს არ აღენიშნებოდათ სხვა [[ფსიქიკური აშლილობა]] და მათ უბრალოდ სამედიცინო და სოციალური დახმარება უნდა მიეღოთ. მსგავსი ფსიქოლოგიური ეფექტი დაფიქსირებული იყო (სხვა სახელწოდებით) სამხედრო | ||
მოსამსახურეებთან ორივე [[მსოფლიო ომი|მსოფლიო ომის]] დროს, ასევე, 1942 წელს, ბოსტონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ძლიერი ხანძრის თვითმხილველებთან (Adler, 1943). პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ისტორიული მიმოხილვა | მოსამსახურეებთან ორივე [[მსოფლიო ომი|მსოფლიო ომის]] დროს, ასევე, 1942 წელს, ბოსტონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ძლიერი ხანძრის თვითმხილველებთან (Adler, 1943). პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ისტორიული მიმოხილვა | ||
| − | მოცემულია შემდეგ წყაროში: Jones et al., 2003). | + | მოცემულია შემდეგ წყაროში: Jones et al., 2003).(''ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში'') |
| ხაზი 28: | ხაზი 28: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | + | * [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] |
| + | * [[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]] | ||
[[კატეგორია:პოსტტრამვული აშლილობა]] | [[კატეგორია:პოსტტრამვული აშლილობა]] | ||
[[კატეგორია:სტრესული აშლილობა]] | [[კატეგორია:სტრესული აშლილობა]] | ||
15:18, 10 ოქტომბერი 2018-ის ვერსია
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - (F43.1), (post-traumatic stress disorder), მოგვიანებით განვითარებული ან გახანგრძლივებული რეაქცია სტრესულ მოვლენაზე ან სიტუაციაზე (მოკლე ან გრძელვადიანი), რომელიც განსაკუთრებულ, სახიფათო ან კატასტროფულ ხასიათს ატარებს და, მაღალი ალბათობით, ყველა ადამიანში ღრმა დისტრესს გამოიწვევს. განმაპირობებელმა ფაქტორებმა, როგორიცაა პიროვნული ფაქტორი (მაგ.: კომპულსიური, ასთენიური) ან ანამნეზში ნევროზული აშლილობები, შეიძლება სინდრომის განვითარების ზღურბლი დასწიოს, ან დაამძივოს მისი მიმდინარეობა, მაგრამ სტრესული აშლილობის განვითარების ფაქტის ასახსნელად ის არ ქმნის აუცილებელ ან არსებით წინაპირობას.
ტიპური ნიშნებია: ტრავმის განმეორებითი განცდა აკვიატებულ მოგონებებში („ფლეშბვკი“), სიზმრებში, კოშმარულ სიზმრებში, რომლებიც აღინიშნება ემოციური გახევებისა და გრძნობების დაჩლუნგების ფონზე; სხვა პიროვნებებისაგან ჩამოშორება, გარე სამყაროზე არასაკმარისი რეაგირება, ანჰედონია და ტრავმასთან ასოცირებული სიტუაციებისა და საქმიანობისათვის თავის არიდება. ხშირად სახეზეა ვეგეტატიური ნერვული სისტემის ჰიპერაქტივობა სიფხიზლის დონის აწევით; უძილობა, ადვილად ვითარდება მუმინების რეაქცია. ხშირად ამ სიმპტომებს თან სდევს დეპრესია და შფოთვა, ხშირია სუიციდური აზრები.
აშლილობა ვითარდება ტრავმიდან გარკვეული ლატენტური პერიოდის შემდეგ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან თვეებამდე. აშლილობის მიმდინარეობა სიმპტომების ინტენსიურობის მერყეობით გამოირჩევა, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, მოსალოდნელია გამოჯანმრთელება პაციენტთა მცირე ნაწილში კი აშლილობამ შესაძლოა მიმდინარეობის ქრონიკული ფორმა მიიღოს, მყარი პიროვნული ცვლილების განვითარებით. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)
ამგვარი აშლილობის გამომწვევი ექსტრემალური სტრესორებია ბუნებრივი კატასტროფები (მაგ., წყალდიდობა ან მიწისძვრა), ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები (მაგ., ხანძარი, სერიოზული საგზაო-სატრანსპორტო ავარია, საომარი ვითარება, გაუპატიურება ან პიროვნებისთვის სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება). თავისი პირვანდელი მნიშვნელობით ცნება „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა” მიუთითებდა რეაქციას ისეთ ექსტრემალურ სტრესორზე, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე მოახდენს ზემოქმედებას. ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ერთსა და იმავე ექსტრემალურ სტრესორზე ყველა ადამიანს არ უყალიბდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და რომ ამაში გარკვეულ როლს პიროვნული მიდრეკილება თამაშობს. უბედური შემთხვევების დროს ხშირად მსხვერპლი არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ დისტრესს განიცდის, არამედ ფიზიკურ დაზიანებასაც იღებს, რამაც შეიძლება გაზარდოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ალბათობა.
მდგომარეობა, რომელიც ამჟამად პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სახელითაა ცნობილი, მრავალი წლის წინათ იყო იდენტიფიცირებული, თუმცა, ახლა მას სხვა სახელწოდებით იცნობენ. ეს ტერმინი გაჩნდა ამერიკაში ვიეტნამის ომიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების შესწავლის შედეგად. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი მიუთითებდა, რომ დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეებს არ აღენიშნებოდათ სხვა ფსიქიკური აშლილობა და მათ უბრალოდ სამედიცინო და სოციალური დახმარება უნდა მიეღოთ. მსგავსი ფსიქოლოგიური ეფექტი დაფიქსირებული იყო (სხვა სახელწოდებით) სამხედრო მოსამსახურეებთან ორივე მსოფლიო ომის დროს, ასევე, 1942 წელს, ბოსტონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ძლიერი ხანძრის თვითმხილველებთან (Adler, 1943). პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ისტორიული მიმოხილვა მოცემულია შემდეგ წყაროში: Jones et al., 2003).(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)