ყარა-ბაფიი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ყარა-ბაფიჲ''' ''(ნოღ. Къара-бапий – „შავი იხვი“)'' – ნოღაური მითიური ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:50, 22 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით
ყარა-ბაფიჲ (ნოღ. Къара-бапий – „შავი იხვი“) – ნოღაური მითიური იხვი, დაკავშირებული კოსმოგონიურ რწმენა-წარმოდგენებთან.
გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად იყო მხოლოდ ცა – თანგრი – და მისი თანამგზავრი უმაჲ. უმაჲს ჰყავდა ორი ფრინველი – თეთრი გედი და შავი იხვი. თეთრმა გედმა წყლით სავსე კვერცხი დადო, რომელშიც იხვი დაცურავდა, მაგრამ რაღაც ძალა ქვემოთეზიდებოდა. იხვმა წყლის სიღრმეში არსებული ლამი და სილა მაღლა ამოზიდა და ბუდე გაიკეთა. ბუდის გარშემოც ლამი და სილა დაყარა (ამიტომაც ცხვირი წითელი აქვს) და მიწა შექმნა. ამის უფლება კი არ ჰქონდა. შეეშინდა რა დასჯის, წყალში ჩაყვინთა და ქვესკნელში ჩავიდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.