ასტინომოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ასტინომოსი''' (άστυνόμος) - სიტყვასიტყვით „ის, ვინც არეგულირებს ...)

12:20, 24 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

ასტინომოსი (άστυνόμος) - სიტყვასიტყვით „ის, ვინც არეგულირებს ქალაქის საქმეებს“. ასტინომოსი იყო საჯარო მოხელე, რომელსაც ზოგადად ზედამხედველობის მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული. ასტინომოსის მოვალეობები, გარკვეულწილად, დღევანდელი პოლიციის ფუნქციებს შეიძლება დავუკავშიროთ, თუმცა პოლიციისგან განსხვავებით, ასტინომოსს დანაშაულის გამოძიება არ ევალებოდა. ასევე დიდად არ ეხებოდა მას დანაშაულებში ბრალდებულის თუ გასამართლებული ბოროტმოქმედის დაპატიმრება თუ დასჯა.


წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები