მანიაკალური სტუპორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მანიაკალური სტუპორი''' - ამ იშვიათ აშლილობას ახასიათებს სრუ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:11, 30 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით

მანიაკალური სტუპორი - ამ იშვიათ აშლილობას ახასიათებს სრული უმოძრაობა და დამუნჯება (მუტიზმი), პაციენტებს მხიარული სახის გამომეტყველება აქვთ, რაც აწეულ გუნებ-განწყობას გამოხტავს, ხოლო მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, აღწერენ გადატანილ, მანიისთვის დამახასიათებელ, იდეათა ხტომის განცდას. დღეს, რადგან აქტიური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა, მსგავსი მდგომარეობა იშვიათად გვხვდება. ამდენად, კრეპელინის აღწერა (1921, გვ. 106) განსაკუთრებით ყურადსაღებია:

„პაციენტი, ჩვეულებრივ, მიუწვდომელია, გულგრილია ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ, შეკითხვებზე პასუხს არ გვცემს ან საუბრობს ჩუმად... იცინის უმიზეზოდ, მოწესრიგებული ტანსაცმლით უტყვად წევს სუფთა ლოგინში, ექსტრაორდინალურად არის მორთული და ეს ყველაფერი შინაგანი აღელვების ყოველგვარი ნიშნის გარეშეა”.

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ახსოვთ სტუპორის დროს განცდილი მოვლენები. ეს მდგომარეობა შესაძლოა, განვითარდეს მანიაკალური ეპიზოდის ან დეპრესიული ეპიზოდიდან მანიაკალურ მდგომარეობაში გადასვლის ეტაპზე.


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები