ფურყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფურყა''' ''(ვაინ. Фуркъа)'' – ნართული ეპოსის ვაინახური ვერსიების პ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:08, 1 ნოემბერი 2018 მდგომარეობით

ფურყა (ვაინ. Фуркъа) – ნართული ეპოსის ვაინახური ვერსიების პერსონაჟი, ჭექა-ქუხილის ღვთაების – სელას – ცოლი, ელთას (ვარიანტი: შვიდი ვაჟის) დედა; დარაჯობს ქმრის მიერ კლდეზე მიჯაჭვულ გმირს – ქურჲუქოს. ფურყამ მთის თოვლიანი მწვერვალზე შემოხაზა მაგიური წრე, რომელსაც მოკვდავთაგან ვერავინ გადააბიჯებს; ვინც ამას შეძლებს, ფურყა მას უფსკრულში გადაჩეხავს.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. М., 1972.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები