ლურჯი ძირწითელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ლაშქარასებრნი]] | [[კატეგორია:ლაშქარასებრნი]] | ||
16:12, 12 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ლურჯი ძირწითელა – (Echium vulgare L.); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული, რბილი, ჯაგრისებური ბეწვით შემოსილი, სიმაღლე – 30-60 სმ, მარტივი ან მოკლედ დატოტვილი, სწორი. ფოთლები ვიწრო-ლანცეტა ფორმისაა, შებუსული. ყვავილედი მრავალყვავილიანი საგველასებურია. გვირგვინი ყვავილობის პირველ პერიოდში წითელი ფერისაა, შემდეგ ლურჯ ფერს იღებს. ყვ. V; ნაყ. IX. გავრცელებულია ბალახოვან ფერდობებზე, ველებზე, გზის პირებზე, ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.