ყანის ჩიტისთვალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ენდროსებრნი]] | [[კატეგორია:ენდროსებრნი]] | ||
[[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]]] | [[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]]] | ||
10:21, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ყანის ჩიტისთვალა – (Asperula arvensis L.); ოჯახი: ენდროსებრნი (Rubiaceae). ერთწლიანი მცენარეა. სიმაღლე – 10-30 სმ, მარტივი ან თითქმის ძირიდანვე დატოტვილი. ღერო 4-წახნაგოვანია, ქვედა ნაწილში ხორკლიანი შებუსვით. ქვედა ფოთლები, რომელთა რაოდენობა არის 4-4, ვიწრო-უკუკვერცხისებურია და მალევე ჭკნება. დანარჩენი ფოთლებიდან 6-8 არის ერთად, ლანცეტა ან ხაზური. ყვავილედი თავაკისებურია. გვირგვინი 5-7 მმ სიგრძისაა. შეფერილობით – თეთრი ან იასამნისფერი. გვირგვინის ნაკვთები კვერცხისებურია. ყვ. ნაყ. V-VIII. გავრცელებულია, ძირითადად, გარე კახეთში, მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებს შორის. ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა რეგიონში.