ლეშურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:გოგრისებრნი]] | [[კატეგორია:გოგრისებრნი]] | ||
10:29, 13 ნოემბერი 2018-ის ვერსია
ლეშურა – (Bryonia dioica Jacq. = Bryonia cretica subsp. dioica [Jacq.] Tutin); ოჯახი: გოგრისებრნი (Cucubritaceae). მრავალწლიანი ორსახლიანი ხვიარა მცენარეა, გასქელებული ფესურით. ღერო წიბოებიანია და წვრილი, შიშველი ან შებუსული, ფოთლები მარტივია, ძირში გულისებური. ღრმად, 3-5 ნაწილად გაყოფილი, ტალღისებურად დაკბილული ან თათისებური, შებუსული ან შიშველი, სიგრძით 6-12 სმ და სიგანით 5-10 სმ. პწკალები გრძელია, მარტივი და წვრილი. გვირგვინი მომწვანო ყვითელია. გვირგვინის ნაკვთები ბლაგვია. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სიღნაღის მიდამოებში. ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.