სამხედრო სამართლის თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო სამართალი]] | [[კატეგორია:სამხედრო სამართალი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამხედრო დისციპლინები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:11, 22 ნოემბერი 2018 მდგომარეობით
სამხედრო სამართლის თეორია – იურიდიული დისციპლინა, რომელიც სწავლობს სამხედრო (ომის) სამართლის ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიას, მის შინაარსს და როლს სამხედრო საქმესა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაში.
ჩამოყალიბდა XX საუკუნის 70-იანი წლების დამდეგს. სამხედრო სამართლის თეორიის ფუნქციებია:
- შემეცნებითი, სამხედრო ორგანიზაციაში უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი მოვლენების და პროცესების განზოგადება და ახსნა;
- ევრისტიკული, სამხედრო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი რეგლამენტაციის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების გამოვლენა;
- აქსიოლოგიური, შეიარაღებული ძალების ორგანიზაციისა და საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მეცნიერული შეფასება;
- პროგნოსტიკული, სამხედრო სამართლის განვითარების მყარი ტენდენციებისა და პერსპქტივების განსაზღვრა.