ალიაშვა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ალიაშვა''' ''(აფხ. Алиашә )'' | + | '''ალიაშვა''' – ''(აფხ. Алиашә ),'' უკეთურ ხეთა პერსონიფიცირებული სული აფხაზური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. |
[[აფხაზები|აფხაზთა]] წარმოდგენით, უბედურების მომტან ხეებს განეკუთვნებიან: [[ალვის ხე|ალვის]], წვრილი ხურმისა და თუთის ხეები, ტირიფი და სხვა. თუ საცხოვრებლად შერჩეულ ადგილზე რომელიმე მათგანი ხარობს, აუცილებლად მოჭრიან; თუმცა ტრადიციად ჰქონდათ და აქვთ დღესაც საფლავებზე ტირიფისა და ალვის ხის დარგვა. თუ წმინდა ხეებისაგან მზადდებოდა ავი თვალის, მეხისა და სხვა უბედურებისაგან დამცავი [[ამულეტი|ამულეტები]] („[[ხიძირი]]“), უკეთურ მცენარეთაგან მხოლოდ [[მაგია|მაგიური]] თვისებების მქონე მავნებლობის მომტანი ავგაროზები კეთდებოდა. | [[აფხაზები|აფხაზთა]] წარმოდგენით, უბედურების მომტან ხეებს განეკუთვნებიან: [[ალვის ხე|ალვის]], წვრილი ხურმისა და თუთის ხეები, ტირიფი და სხვა. თუ საცხოვრებლად შერჩეულ ადგილზე რომელიმე მათგანი ხარობს, აუცილებლად მოჭრიან; თუმცა ტრადიციად ჰქონდათ და აქვთ დღესაც საფლავებზე ტირიფისა და ალვის ხის დარგვა. თუ წმინდა ხეებისაგან მზადდებოდა ავი თვალის, მეხისა და სხვა უბედურებისაგან დამცავი [[ამულეტი|ამულეტები]] („[[ხიძირი]]“), უკეთურ მცენარეთაგან მხოლოდ [[მაგია|მაგიური]] თვისებების მქონე მავნებლობის მომტანი ავგაროზები კეთდებოდა. | ||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
* А.Ф. Лосев. Античная мифология в ее историческом развитии. М., 1959; | * А.Ф. Лосев. Античная мифология в ее историческом развитии. М., 1959; | ||
* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=11 ა. მაყაშვილი. ბოტანიკური ლექსიკონი თბ., 1998.] | * [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=11 ა. მაყაშვილი. ბოტანიკური ლექსიკონი თბ., 1998.] | ||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:24, 10 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ალიაშვა – (აფხ. Алиашә ), უკეთურ ხეთა პერსონიფიცირებული სული აფხაზური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით.
აფხაზთა წარმოდგენით, უბედურების მომტან ხეებს განეკუთვნებიან: ალვის, წვრილი ხურმისა და თუთის ხეები, ტირიფი და სხვა. თუ საცხოვრებლად შერჩეულ ადგილზე რომელიმე მათგანი ხარობს, აუცილებლად მოჭრიან; თუმცა ტრადიციად ჰქონდათ და აქვთ დღესაც საფლავებზე ტირიფისა და ალვის ხის დარგვა. თუ წმინდა ხეებისაგან მზადდებოდა ავი თვალის, მეხისა და სხვა უბედურებისაგან დამცავი ამულეტები („ხიძირი“), უკეთურ მცენარეთაგან მხოლოდ მაგიური თვისებების მქონე მავნებლობის მომტანი ავგაროზები კეთდებოდა.
ალვის ხისა და ტირიფის მიმართ იგივე დამოკიდებულებას იჩენენ აბაზები, თუმცა ამ უკანასკნელებთან და აფხაზებთან ახლო მდგომი უბიხები თეთრფოთლებიან ალვას (თეთრი ხვალო – Populus alba) წმინდა ხედ თვლიდნენ. ამ ხის ქვეშ გაიმართა ცნობილი კრება, რომლის გადაწყვეტილებით უბიხები თურქეთში გადასახლდნენ. ალვის ხეზე აფხაზებისა და აბაზების წარმოდგენების მსგავს სურათს ვხვდებით ბერძნულ მითოლოგიაშიც (შდრ. პერსეფონას კორომი აიდაში, აპოლონის მიერ დრიოპას გადაქცევა ალვის ხედ და სხვ.).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Л.Х. Акаба. Исторические корни архаических ритуалов абхазов. Сух., 1984;
- В.В. Верещагин. Путевые заметки по Черноморскому округу. М., 1874;
- А.Ф. Лосев. Античная мифология в ее историческом развитии. М., 1959;
- ა. მაყაშვილი. ბოტანიკური ლექსიკონი თბ., 1998.