ორზამესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]]
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]]
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსის პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსის პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ტყუპთა მითები]]

მიმდინარე ცვლილება 16:17, 18 დეკემბერი 2018 მდგომარეობით

ორზამეს-ი || ოზირმეს-ი (ადიღ. Уэрзэмэс/Уэзырмэс) – ჩერქეზულ ნართულ თქმულებათა გმირი, თანამოძმეთა ერთ-ერთი წინამძღოლი, უხუცესი ბრძენი ნართი ოქროს ულვაშებითა და ოქროს ყავარჯნით, ფსითჰა-გუაშას ქალიშვილის – მიღაზეშისა (ვარიანტი: ემიღაზეშის) და ნართი ფიჯის ტყუპისცალის – ფიზიღეშის, ვაჟი; იმისის ტყუპისცალი. ზოგიერთი ვარიანტით არის სათანეის ძმა ან ქმარი, ბადინოყოს მამა. ეპოსში წარმოდგენილია დამოუკიდებელი ციკლით. ორზამესის სახელს უკავშირდება მოხუცთა მოკვდინების ტრადიციული ჩვეულების აკრძალვა, მტრის ციხე-სიმაგრის დანგრევა, ფაყოს დამარცხება, ბრძოლებში სამხედრო ეშმაკობების გამოყენება და სხვ.

მისი დაბადება დაკავშირებულია ტყუპების ციკლთან: ტყუპი ძმები ნართების ოქროს ხის ნაყოფის გამტაცებელთა საძებრად მიემართებიან, ერთ-ერთი მათგანი წყლისქვეშეთის მზეთუნახავზე ქორწინდება, შემდეგ ორივე იღუპება, ხოლო დაქვრივებუ დაქვრივებული მზეთუნახავი ოზირმესსა და მის ტყუპისცალს აჩენს. ორზამესი || ოზირმესი ნართული ეპოსის ოსური ვერსიის ურუზმაგს || ურიზმაგს შეესატყვისება.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Нартхэр. Адыгэ эпос. Т. I. Мыекъуапэ, 1968; Мижаев М. И. Уазырмес // Мифы народов мира. Т. II. М., 1982.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები