ერმანი ავდძუარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ერმანი ავდძუარ-ი''' (''ოს. Ерманы авддзуар – „ერმანის ავდძუარი“'') — დ...) |
მიმდინარე ცვლილება 17:00, 18 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ერმანი ავდძუარ-ი (ოს. Ерманы авддзуар – „ერმანის ავდძუარი“) — დიდი ლიახვის ხეობის სოფ. ერმანის მფარველი ხატი. სადღეობო ლოცვის დროს ძუარი ლაგი („ხატის მსახური“) ჯერ ერმანი ავდძუარს მიმართავდა, შემდეგკი ჩამოთვლიდა შვიდ ღვთაებას (ცირღი ძუარი, ალარდი, თარანჯელოზი, ელია, ყუდი მაირამი, ხისტი ძუარი, რინიბარდუაგი), რომლებსაც სოფლის მოსახლეობის კეთილდეობასა და მფარველობას შესთხოვდა („ავდძუარი“).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Гаглойти З. Д. Очерки по этнографии осетин. Тб., 1974;
- Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
- Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995.